21:30 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ნინო ქათამაძე

„ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ ადამიანებს“ - ქათამაძეს მოსკოვში სიმღერის გამო ამხნევებენ

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (400)
36810

მომღერალი ნინო ქათამაძე მოსკოვში სიმღერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მომღერალს ამართლებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქარ­თვე­ლმა მუ­სი­კო­სმა და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლმა შემ­სრუ­ლე­ბე­ლმა ნინო ქა­თა­მა­ძემ 22 ივნისს მოს­კოვ­ში ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რა, სოციალურ ქსელში მომღერალი ღიად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რუსეთში იმღერა იმ სიტუაციაში, რაც ახლა საქართველოშია.

თუმცა მომღერალს მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ნინო ქათამაძის „ფეისბუქზე“ მომღერალს ამხნევებენ და ურჩევენ, ნუ მიაქცევს ცუდ კომენტარებს ყურადღებას.

„შენ ხარ სინათლე და მუსიკა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ ადამიანებს“, „სიყვარულის მქადაგებელო, დარწმუნებული ვარ შენი მიზანი იქ მყოფი მსმენელებისთვის მშვიდობის და საქართველოს მხარდაჭერის მოწოდება იყო!“, „ნინო, მიყვარხარ, მზე და კეთილი ნების ელჩი ხარ“, „მგონია რომ ხელოვან ადამიანებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ნურც სხვებს დავუშლით იქ ჩასვლას, ისინიც იმას მოყვებიან, რასაც ნინო ყვება საქართველოზე“, - უწერენ ქათამაძეს.

კონცერტის კადრები რუსმა ტელეწამყვანმა ალექს დუბასმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გამოსვლისას ქათამაძემ თქვა, რომ მისი გული საქართველოში იყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (400)

მთავარი თემები