მომღერალსა და ტელეწამყვან ნინა წკრიალაშვილს Instagram-ზე მეგობარმა დაუდო ფოტო, სადაც წკრიალაშვილს, სავარაუდოდ, საქორწინო კაბა აცვია. ფოტო რამდენიმე საათის წინ არის გამოქვეყნებული.
მომღერალი ბოლო პერიოდში ღიად ჩნდება ახალ მეგობარ მამაკაცთან, ლიბანელ ბიზნესმენთან ერთად. 50 წლამდე ასაკის ილიას აზარი ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და სატელევიზიო სფეროში მუშაობს.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ნინა ცოტა ხნის წინ საბერძნეთს ესტუმრა, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარა.
ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.
რას პასუხობს ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს ახალ მეგობარ მამაკაცთან დაკავშირებით >>>
ნინა წკრიალაშვილი სკანდალში რამდენიმე თვის წინაც გაეხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.