23:07 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე

„ძალიან ლამაზია, შორენა, შენზე ლამაზიც კი“: როგორ გამოიყურებოდა ევა ბანკეტზე

© FB / Shorena Begashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მარი ნებიერიძე
სელებრითების ცხოვრება (517)
805950

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე სულ უფრო მშვენიერდება და, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, დედასაც ემსგავსება.

მოდელ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ადრეულ ასაკში ქორწინებიდან ჰყავს. დღეს ის დედაზე არანაკლებ პოპულარულია. ხშირად იღებს მონაწილოებას ფოტოსესიებში და რამდენიმე კომპანიის სახეა.

თუმცა, როგორც ევამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, პოპულარობა არ უნდოდა, მაგრამ იმედი აქვს მიეჩვევა და ბევრ რამეს ყურადღებას აღარ მიაქცევს.

„თავს უხერხულად და ცუდად ვგრძნობ, როცა ჩუმად ვიდეოებს და ფოტოებს მიღებენ. ჩემი თავი არ მგონია დიდი ვინმე. მე ვარ პოპულარული იმით, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ვარ“, – ამბობს ევა ბარბაქაძე.

ევამ ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა. შორენამ სოციალურ ქსელში ევას ბანკეტის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ძალიან, ძალიან ლამაზია შორე შენზე ლამაზიც კი ჩემო ულამაზესებო და ეს არის ჩვენი დედების ჯილდო და ყველაზე დიდი საჩუქარი დედის ამაგის“, „დედას გავს, ძალიან ლამაზია“, „დედის ასლია სილამაზით და ეშხით“, წერენ კომენტარებში ცნობილი თუ უცნობი ადამიანები.

სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს. ტელეწამყვანის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე იჯდა. საავადმყოფოში გადაყვანისას მოზარდის ჯანმრთელობა მძიმედ შეფასდა და ის მალე ხერხემლის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთში გადაიყვანეს.

ევას 17 ოპერაცია ჩაუტარდა, გოგონას ორგანიზმი ძლიერი გამოდგა და მრავალი ძალისხმევისა და რეაბილიტაციის კურსის შედეგად გოგონა შეუდარებლად გამოიყურება და ვარსკვლავი დედაც კი დაჩრდილა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (517)

მთავარი თემები