23:03 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
კახა კალაძე ანუკი არეშიძე

ვინ იყო დაპატიჟებული ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ჯვრისწერაზე – ფოტოები წვეულებიდან

© photo: Kakha Kaladze / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (517)
446961

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის გრანდიოზული ჯვრისწერის დეტალები.

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ, დი­ზა­ი­ნერ­მა ანუ­კი არე­ში­ძემ 13-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ჯვა­რი და­ი­წე­რეს.

წყვილ­მა 15 ივ­ნისს კახეთში, გრემის მონასტერში შვი­ლე­ბი მო­ნათ­ლა და ჯვა­რიც და­ი­წე­რა.

კა­ლა­ძის და არე­ში­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბის ნათ­ლია სხვებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პარ­ტი­არ­ქი­ იყო. წყვილს რამ­დე­ნი­მე მეჯ­ვა­რე ჰყავს, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი.

ანუ­კი არე­ში­ძეს ჯვრის­წე­რა­ზე საკუთარი დიზაინით შექმნილი, თეთ­რი ფე­რის, მხრებ­მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი, მიდი-კაბა ეცვა, თავ­ზე კი გრძე­ლი შლე­ი­ფი ეკე­თა. ქა­ლა­ქის მერი კი ნაც­რის­ფერ­სა და შავ ფერ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს, სოციალურ ქსელში წვეულებაზე დამსწრე სტუმრების ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ წყვილ­მა სტუმ­რებს წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ უმას­პინ­ძლა.

წვე­უ­ლე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შორის სტეფანე მღებრიშვილი აფორ­მებ­დნენ.

კა­ხის და ანუ­კის ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე იყო.

წყვილ­მა ცე­რე­მო­ნი­ის დროს უზარ­მა­ზა­რი სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტიც გაჭ­რა.

სტუმ­რებს შო­რის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადამიანი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი. ცე­რე­მო­ნი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული.

წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს.

ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (517)

მთავარი თემები