Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მილიონერია, დედამისი კი კვდება განგრენით და ფული არ აქვს“ - კაკო ვაშალომიძე

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამუნა ვაშალომიძე
თამუნა ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე თამო ვაშალომიძეს გულგრილობაში ადანაშაულებს

მუსიკოსმა კაკო ვაშალომიძემ მის გერზე, მოდელ თამო ვაშალომიძეზე ტელეკომპანია Rustavi 2-ის თოქ-შოუ „პროფილში“ ისაუბრა. მისი თქმით, საჯაროდ არ სურს იმ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, რაზეც მოდელი საუბრობს.

მუსიკოსი გოგონასთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ცუდი მოგონებები აქვს - ორი ინფარქტი აქვს გადატანილი და ახლა მშვიდად ცხოვრება სურს.

მან აღნიშნა, რომ მოდელი მილიონერია თავად, დედამისი კი კვდება განგრენით და ფული არ აქვს. 

თამო ვაშალომიძემ მამის ინტერვიუზე პირველი კომენტარი ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა ეთერში გადაცემის ანონსი გავიდა:

თამუნა ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
უხამსი წინადადება: ვინ სთავაზობდა თამო ვაშალომიძეს 80 ათას დოლარს ერთ ღამეში

„ამ გადაცემის მერე დიდი თხოვნა იქნება ყველა ჟურნალისტთან, რომ არ დამირეკონ. მე დავხურე ეს თემა. პატივს ვცემ მის ასაკს და იმ რამდენიმე წელს, რაც კარგად მახსოვს. მე ვერაფერს ვიტყვი და კომენტარიც თქვენთვის მომინდია“, – დაწერა მოდელმა.

მოდელი რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა საზოგადოებაში და სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0