„როგორ უნდა გავუძლო არ ვიცი“ - ვინ არის გოგო, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო-დამხარების მანქანა
სასწრაფო-დამხარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გოგოს ვინაობის შესახებ ხდება ცნობილი

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქალი, რომელიც რუსთავში, XX მიკრორაიონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, 32 წლის ნათია სუბელიანია, ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო იმყოფებოდა, სავარაუდოდ სადილის გაკეთებას აპირებდა, რა როდესაც გულის შეტევა დაემართა. ბინა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს, ახალგაზრდა გარდაცვლილი სამზარეულოში ნახეს.

ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მას სავარაუდოდ, თრომბი განუვითარდა. ნათია სუბელიანს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უეცარი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაახლოებით 2 კვირაში დაასახელებს.

 „როგორ მენატრები უკვე და როგორ მენანები ნათი. ადგილს ვერ ვპოულობ, რა გავაკეთო აღარ ვიცი. შენ ხომ სულ უფრთხილდებოდი ჩემს ემოციებს და ახლა ამ მდგომარეობაში, ამ ტკივილს, როგორ უნდა გავუძლო არ ვიცი. ჩემს გულში იქნები ნათი“, - უწერს გარდაცვლილს მეგობარი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0