19:19 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
თუშეთი

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა ისევ პარალიზებულია

© photo: Roads Department of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (154)
90 0 0

თუშეთისკენ მიმავალი გზის გახსნის ბედი კვლავ გაურკვეველია

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისთვის, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

ცხვრის ფარამ მთელი გზა დაიკავა და „საცობი“ გამოიწვია – ვიდეო >>>

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს რეგიონები (154)

მთავარი თემები