08:16 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილი: მინდოდა ირემი გამოვსულიყავი

© photo: Nini Gogichaishvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (552)
104 0 0

„მის საქართველო 2018“-ის უცნაური განცხადება სოციალურმა ქსელმა მალევე აიტაცა.

„მის საქართველო 2018“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი ძალიან პოპულარულია. სოციალურ ქსელში ამჯერად განხილვის საგანი მისი ფრაზა გახდა, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში თქვა.

კითხვაზე, რა პროფესიაზე ოცნებობდა ბავშვობაში, ნინიმ უცნაური პასუხი გასცა. მისი თქმით, ზოგს თუ ბავშვობაში უნდა ან ბალერინა, ან ექიმი გამოვიდეს, მისი სურვილი იყო, ირემი გამოსულიყო.

„მერედა მის საქრთველოზე რა გინდოდა, წასულიყავი ტყეში“, „უნდოდა ეთქვა, ხო ვარ შველივითო“, „ასე აგიხდეს ყველაფერი კაი“, „ქალბატონო თქვენს სილამაზეს ირმისას შევადარებ, უბრალოდ რქებს თუ იჩალიჩებ, ოცნება აგიხდება“, „4-ჯერ ვუსმინე და ოთხივეჯერ ირემი თქვა“, „ქორბუდა თუ ისე?“, – უწერენ გოგიჩაიშვილს კომენტარებში.

მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის – ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილის და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის ქალიშვილია.

არანაკლებ ცნობილია ნინის უფროსი და ნანუკა, რომელმაც ამავე კონკურსზე 2009 წელს ვიცე-მის საქართველოს ტიტული მოიპოვა. ამან მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო კონკურსში MissUniverse, რომელიც 2015 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთნოდა.


ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. თავისი ოჯახის წევრების მსგავსად ის აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო სფეროში. ახლახან ის ჩაერთო ტელეპროექტში „ბინა 18“, სადაც ის დიჯეის როლში გამოდის.

ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა. გოგონას სიმაღლეა 173 სმ, მისი პარამეტრებია 88-60-88.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (552)

მთავარი თემები