21:27 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
„ყაზტრანსგაზ-თბილისის ავტომობილი

ათასობით დარღვევა ერთ თვეში: თბილისში გაზის საშიშ დანადგარებს ებრძვიან

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე დამონტაჟებული მოწყობილობები საფრთხეს ბინის პარტონების გარდა მეზობლებსაც უქმნის.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში ქსელიდან 3,8 ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები მოხსნეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათი უმეტესობა ქსელიდან ხელმეორედ მოიხსნა, რადგან ბინის მფლობელებმა ისინი ქსელს თავად, ნებართვის გარეშე, კუსტარულად მიაერთეს. კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ბინის მცხოვრებლებს, არამედ მეზობლებსაც.

რაიონი დარღვევების რაოდენობა
სამგორი 891
ისანი-ვაზისუბანი 605
გლდანი 427
სანზონა 374
ჩუღურეთი 269
ვაკე 75
წყნეთი 16

 

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა.

გაზის მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ბოლო თვეების განმავლობაში ამის გამო ადამიანები დაიღუპნენ.

საქართველოში გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო გახდება>>

იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვიც. იანვრის ბოლოს შვიდი ადამიანი დაიღუპა ისნის რაიონში მხუთავი გაზის გამო.

 

მთავარი თემები