მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა შეიძლება კავშირგაბმულობის გარეშე დარჩეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა ტელეფონით საუბრობს
გოგონა ტელეფონით საუბრობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მობილური კავშირის ქართულმა ოპერატორმა გადაწყვიტა CDMA სიხშირეზე ლიცენზია არ გააგრძელოს, შედეგად მისი აბონენტები უსადენო ტელეფონების გარეშე დარჩებიან.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Magti-ს მოუწოდა, Magti Fix-ის სისტემის გათიშვის შემდეგ მისი აბონენტები ალტერნატიული კავშირით უზრუნველყოს, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომპანია Magti-ს მომავალი კვირიდან CDMA ტექნოლოგიაზე ლიცენზიის ვადა ეწურება. ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია ვეღარ მოემსახურება Magti Fix-ის აბონენტებს. ეს აბონენტები, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ არაფერს ცვლის, „სილქნეტი“ ელოდება, „მაგთიმ“ დაიწყო...

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ კომისია უკვე ორ თვეზე მეტია კომპანია Magti-ს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს და მზადაა მთელ რიგ დათმობებზეც წავიდეს, მაგრამ სატელეკომუნიკაციო კომპანია წინადადებებზე უარს აცხადებს.

„კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს" მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის, ჩვენ შეთავაზებებზე უარი განაცხადა", – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Magti Fix-ის სერვისის გაუქმება პრობლემას წარმოადგენს სასაზღვრო და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის, რომელიც კავშირგაბმულობის გარეშე შეიძლება დარჩეს.

„ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი – დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე – მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით", – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისია Magti Fix-ის აბონენტებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სატელეკომუნიკაციო კომპანიას და მოითხოვონ მათი ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა.

იყო თუ არა შეთანხმება მობილურ ოპერატორებს შორის>>

CDMA – კავშირგაბმულობის ტექნოლოგიაა, ჩვეულებრივ, რადიოკავშირის, რომლის დროსაც გადაცემის არხებს აქვს სიხშირის საერთო ხაზი, მაგრამ სხვადასხვა კოდირებული თანმიმდევრობა. ყოფით დონეზე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფიჭური მობილური კავშირის გამოჩენის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0