,,ვერ გაუძლო ამ ტკივილს" - ვინ არის გოგო, რომელმაც შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის გოგონას შესახებ, რომელმაც წყალტუბოში, შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 19 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა, სალომე ჯიმშელეიშვილია. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სალომემ შეყვარებულის გარდაცვალებას ვერ გაუძლო და სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი.

ორი თვის წინ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში გოგონას შეყვარებული, 25 წლის ვატო ჟორჟოლიანი ავტოავარიაში დაიღუპა.

წყალტუბოში 19 წლის გოგომ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო >>>

სალომეს მეგობრები და ახლობლები ,,ფეისბუქის" საშუალებით წყვილის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებენ და ოჯახს უსამძიმრებენ მძიმე დანაკარგს.

ყველა ახალი ამბავი
0