02:51 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი

S7 ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)
75 0 0

S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით პირველ ავიარეისს დღეს შეასრულებს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისს შუადღეს განახორციელებს.

თვითმფრინავი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 12:30 საათზე დაეშვება, ბათუმიდან კი ფრენას 13:30 საათზე, აეროპორტის განრიგის თანახმად განახორციელებს.

მგზავრებს შორის ნოვოსიბირსკიდან საქართველოში ფრენები, ტრადიციულად, დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს, განაცხადა S7 Group-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ ვერეტენიკოვმა.

აღნიშნული ავიაკომპანია ნოვოსიბირსკიდან ფრენებს უკვე ახორციელებს თბილისის მიმართულებით.

დღეისთვის საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის რეგულარულ პირდაპირ რეისებს, S7-თან ერთად, ახორციელებენ ავიაკომპანიები Аэрофлот, Победа, Уральские авиалинии და Georgian Airways.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)

მთავარი თემები