14:31 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (23)
137 0 0

თერმული ნისლით დამუშავების ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში, იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლით დამუშავება იწყება, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

ფაროსანასთან ბრძოლა: უცხოელი სპეციალისტები ქართულ გამოცდილებას ეცნობიან>>>

უწყების ცნობით, 5 ივნისს, 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება შემდეგი რეგიონების სოფლები:

გურიის რეგიონი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო აკეთი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლება.

იმერეთის რეგიონი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი როდინაული.

სამეგრელოს რეგიონი – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: კეთილარი და სუჯუნა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე.

აღნიშნული სოფლების ინფორმირების პროცესში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლით ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმება და საჭიროების შემთხვევაში იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.

ასევე, ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

 

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (23)

მთავარი თემები