GWP: საბურთალოს რაიონს წყალი მიეწოდება

© courtesy of Georgian Water & Power (GWP)აღდგენითი სამუშაოები
აღდგენითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალურ უბანში დაზიანებული წყლის მილი უკვე შეცვალეს და ასფალტიც დააგეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ზურაბ ჟვანიას მოედანზე წყლის ცენტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, რომლის დაზიანების გამოც გუშინ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონი წყლის გარეშე დარჩა, ნათქვამია კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.

დატბორილი გარაჟები და დაზიანებული ავტომობილები – თბილისის ცენტრში მილი გასკდა>>>

მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე ორშაბათს, ღამით წყლის მილი გასკდა. ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ჩავარდა გრუნტი და გზის სავალ ნაწილზე მყოფი რამდენიმე ავტომობილი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, გარაჟები.

ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მილი გასკდა - Sputnik საქართველო
დატბორილი სარდაფები და დაზიანებული ავტომობილები: ჟვანიას მოედანზე მილი გასკდა – ვიდეო

წყალი არ მიეწოდებოდა იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, შეიცვალა მილის დაზიანებული მონაკვეთი და წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, დღეს, დილის 07:00 საათიდან სრულად აღდგა", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გარდა ამისა, უკვე დააგეს ასფალტი და აღდგა ტრანსპორტის მოძრაობაც.

ტექნიკური სამუშაოების პარალელურად კომპანია მიყენებულ ზარალს ითვლის.

 

ყველა ახალი ამბავი
0