რიკოთის გვირაბი დაიკეტა: როდის მოიხსნება შეზღუდვები

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რიკოთის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 3-დან 7 ივნისამდე პერიოდში აიკრძალება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
უპრეცედენტო პროექტი - რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალ მონაკვეთს აშენებენ

უწყების ცნობით, აკრძალვები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო დაწესდა, რომელიც იმოქმედებს 3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0