დედამთილისგან შემთხვევით გავიგე, რომ ნაშვილები ვარ – ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

CC0 / Pixaby / ქალი
ქალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
51 წლის ნინო სარალიშვილი 20 წლის იყო, როდესაც დედამთილისგან გაიგო, რომ ნაშვილებია და სინამდვილეში მისი სახელი და გვარი გალინა სტეფანოვაა. ის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.

თოქ-შოუ „პროფილში“ გალინა სტეფანოვამ განაცხადა, რომ 20 წლის იყო, როდესაც შემთხვევით ყური მოკრა დედამთილისა და დედის საუბარს და გაიგო, რომ ნაშვილები იყო. მანამდე გალინას ამაში ეჭვი არ შეპარვია. 

"ბავშვს ვაჭმევდი, როდესაც დედამთილი მოვიდა სტუმრად და დედაჩემს უკმეხად უთხრა, არ უნდა მცოდნოდა რძლად ვინ მომყავდა?! აყვანილი ბავშვი რძლად არ მინდოდაო", – იხსენებს ნინო სარალიშვილი.

ნინო სარალიშვილის თქმით, ამის შემდეგ მისი გამზრდელი დედა ცუდად გახდა. ხოლო როდესაც დრო გავიდა, ჰკითხა, როგორ მოხვდა მასთან, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ ის იურმალის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს, როცა 2 წლის იყო.

ნინო სარალიშვილი არ გამორიცხავს, რომ გამზრდელმა დედამ სიმართლე არ უთხრა, რადგან ინფორმაცია შვილად აყვანის შესახებ ქალმა თბილისში, ეროვნულ არქივში მოიძია და იქიდან გაიგო, რომ სინამდვილეში მისი სახელი გალინა სტეფანოვაა, ხოლო მშობლებს რომ ბალტიისპირეთში აეყვანათ შვილად, ეს ინფორმაცია არქივში არ იქნებოდა.

გადაცემის საშუალებით ნინო სარალიშვილი ითხოვს, გამოეხმაურონ მისი მშობლები, ან და-ძმა და ნათესავები, ან ის ადამიანები, რომლებმაც მისი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ რაიმე იციან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0