01:13 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი ოჯახების გადასარჩენად იბრძვის: დეპუტატის ახალი ინიციატივა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)
84 0 0

პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანის აზრით, წყვილის განქორწინების პროცესი ხუთ დღეზე მეტ ხანს უნდა გაგრძელდეს

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა პარტია „საქართველოს პატრიოტების ალიანსიდან“ ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სახლში განსაქორწინებლად მისულ წყვილებს მოსაფიქრებლად ხუთ დღეზე მეტი ვადა უნდა მიეცეს, იუწყება პირველი არხი.

„ხუთ დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა. გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ ხუთი დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! თუ რომელიმემ არ შეიტანა განცხადება და არ თქვა უარი განქორწინებაზე, ხუთ დღეში აძლევენ განქორწინების საბუთს“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტში.

საქართველოში განქორწინების შესახებ განცხადების შეტანიდან წყვილს მოსაფიქრებლად ხუთი დღე ეძლევა, შემდეგ კი თუ არცერთი მხარე არ განაცხადებს უარს განქორწინებაზე, წყვილს განქორწინების მოწმობას „ჩაახუტებენ“. კვიციანის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ეს ოჯახების დანგრევას უწყობს ხელს.

„ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და განადგურებას კომუნისტურმა წყობამ. ექვსი თვე ხომ ჰქონდა წყვილს საფიქრალი, ამის შემდეგ სასამართლო ორ თვეს უმატებდა, რათა იქნება შერიგდებოდნენ, რომ ბავშვები მშობლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ოჯახების დასანგრევად“, - მიაჩნია ემზარ კვიციანს.

დღეს დეპუტატები პარლამენტში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.

თემები:
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)

მთავარი თემები