03:34 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ჭიათურაში მეშახტეების და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია

რაზე შეთანხმდნენ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები დამსაქმებლებთან

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (99)
13110

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები შიმშილობას შეწყვეტენ

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს 150-მა მეშახტემ დაიწყო. თანდათანობით ეს რაოდენობა სამი ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან ნაწილმა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს მოპირდაპირე მხარეს კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პირიც ამოიკერა. გაფიცვა საყოველთაო მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა. 

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მაღაროელების და დამსაქმებლების შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

მაღაროელების ცნობით, მიღწეული შეთანხმების თანახმად ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება. მათ ხელფასი პირველ ეტაპზე 25 პროცენტით, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 10 პროცენტით მოემატებათ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მაღაროელები გაფიცვას შეწყვეტენ.

ჭიათურაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს მაღაზიების ნაწილი. ორშაბათს ქუჩებში გამოვიდნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მეშახტეებს და ამერიკული კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურიდან განდევნას მოითხოვენ.

მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

მუშაობა Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში შეჩერებულია. ესაა ცხრა შახტი, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა და ავტოპარკი.

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (99)

მთავარი თემები