11:33 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
თბილისი

დიასპორის ფორუმი მაისის ბოლოს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული დიასპორა (17)
50 0 0

დიასპორის წარმომადგენლებმა შეხვედრისთვის თავიანთი ინიციატივები მოამზადეს, რომლებიც, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახოს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. დიასპორის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, 27-28 მაისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

დიასპორის საუკეთესო პროექტებს საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებს>>

ღონისძიება დიასპორის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება, რომელსაც საქართველოში, ტრადიციულად, 27 მაისს აღნიშნავენ.

„ჩემი გადაწყვეტილებით, დიასპორასთან ურთიერთობა აყვანილია პრიორიტეტულ საკითხთა სიაში. ამავე დროს, ახალი კონსტიტუციით, გვევალება ქართულ დიასპორასთან გვქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობები. ჩემი ამოცანაა ის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში", – განაცხადა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი ნიჭიერი, ერთგული და პატრიოტი ადამიანია, რომლებიც თავის დროზე იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ საქართველო. მთავრობის ამოცანაა თითოეული მათგანის ენერგიის გამოყენება ჩვენი სამშობლოს მშენებლობის საქმეში.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლებმა თავიანთი ინიციატივები მოამზადეს. ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ინიციატივები ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

ბოლო წლებში საქართველოში იმართება დიასპორის დღეები, რომლის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის ფორუმები და ღონისძიებები, რაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

თემები:
ქართული დიასპორა (17)

მთავარი თემები