ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურს

© AP Photo / KARL MATHISქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მომღერალი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას აპირებს, წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე. 

ზურაბიშვილის თქმით, მელუას მოქალაქეობაზე განაცხადი „აუცილებლად დაუკმაყოფილდება“.

„ჩვენი წარმატებული და უნიჭიერესი ქეთი მელუა... ინგლისის პოპის ვარსკლავი, საქართველოს სიამაყე... თუმცა მოქალაქეობა ჩამოერთვა როცა მიიღო ბრიტანეთის თავშესაფარი და მოქალაქეობა, ახლა კი შემოიტანს თხოვნას აღდგენაზე და უთუოდ დაუკმაყოფილდება", — წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. 2008 წელს, Sunday Times-ის ვერსიით, მელუა 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების ათეულში მოხვდა.

2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0