07:54 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
არჩევნები

ზუგდიდში დეკანოზი საარჩევნო უბნებს აკურთხებს - ვიდეო

© Sputnik / Alex Shlamov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
118 0 0

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანი ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ფრიდონმა აკურთხა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მისი სურვილია საარჩევნო უბნების დახურვამდე ბევრი უბნის კურთხევა მოასწროს.

„ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ", - განაცხადა დეკანოზმა ფრიდონმა. 

ზუგდიდში მერობის 16 კანდიდატია. რაიონის 121 ათასზე მეტი ამომრჩეველს საკთარი არჩევანის გაკეთება 107 საარჩევნო უბანზე შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)

მთავარი თემები