ბატკანი, კექსი და ... ვინ როგორ აძლევს ხმას პანკისში

© photo: Sputnikსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩუქრების გადაცემის შემდეგ თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ ომალოს №24-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს უბანზე ბატკანი ახლდა თან, იუწყება ტელეკომპანია „თანამგზავრი".

გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივმა დანო თურქოშვილმა კომისიის წევრებს კექსი და ყვავილებიც გადასცა.

საჩუქრების გადაცემის შემდეგ თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა. საკრებულოს შუალედური არჩევნები პანკისში დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

აღნიშნულ ოლქში საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0