მარგველაშვილის ახალი პროფესია: ექსპრეზიდენტი ავეჯს და ფურნიტურას ამზადებს

© photo: courtesy of Administration of the President of Georgiaგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა თავისი ხელით დაამზადა ავეჯი და ფურნიტურა კოტეჯისთვის, რომელსაც ტურისტებზე აქირავებს

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრავალმხრივი განათლებისა და ინტერესების შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ყველაფერთან ერთად კარგი შემდუღებელიცაა.

ფილოსოფოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი იყო და ლექციებს კითხულობდა, ამჟამად ქალაქგარეთ, დუშეთში, თავის აგარაკზე ცხოვრობს. 

მან აღიარა, რომ პრეზიდენტობას მისთვის არავითარი ფინანსური კეთილდღეობა არ მოუტანია, ამიტომ საარსებო სახსრების შოვნა მას ისევე უწევს, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. თავისი სახლის ეზოში მარგველაშვილმა ააშენა კოტეჯი ტურისტებისთვის, რომელსაც დღეში 100 დოლარად აქირავებს. კოტეჯში არის ერთი ორადგილიანი საძინებელი და ბუხარი.

ამ ნაგებობისთვის მთელი ავეჯი და ფურნიტურა ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ხელით დაამზადა. კადრები, როგორ მუშაობს მარგველაშვილი ლითონის კონსტრუქციაზე თავის სახელოსნოში, „Reuters“-ის ობიექტივში მოხვდა. 

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი საბოსტნე მიწას ამუშავებს
მარგველაშვილის ახალი პროფესია: ექსპრეზიდენტი ავეჯს და ფურნიტურას ამზადებს - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი საბოსტნე მიწას ამუშავებს

მარგველაშვილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც იტაცებს. რამდენიმე წელია, მას მოჰყავს კარტოფილი, რომლის თესლიც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აჩუქა. მის ეზოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნაჩუქარი ბროწეულის ხეც ხარობს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ქსოვაც ეხერხება.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, მას  არ ენატრება ის დრო, როდესაც პრეზიდენტი იყო, თუმცა ძალიან ამაყობს იმით, რომ მეთაურობდა იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ნოემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0