02:07 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
საბავშვო ბაღი

თბილისში 20 მაისს შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

© FB / Tbilisi City Hall
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (80)
52 0 0

საბავშვო ბაღებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, დეზინფექციას ჩაატარებენ

 

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეს, 20 მაისს, დედაქალაქის შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნები მთაწმინდის რაიონში 19 მაისს ჩატარდება. 150 სადეპუტატო ადგილიდან ერთი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა. პარლამენტში მოსახვედრად 20 კანდიდატი იბრძვის.

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობა არჩევნების წინ გააფრთხილა>>>

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დედაქალაქის შვიდ ბაღში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სანიტარულ-სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. 

თბილისში 20 მაისს არ იმუშავებს შემდეგი საბავშვო ბაღები: 3, 144, 150, 152, 155, 170 და 172. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ამ ბაღებში 21 მაისიდან განახლდება.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სასწავლო პროცესი არ შეწყდება.

კვირას შუალედური არჩევნები ჩატარდება ასევე საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის რაიონულ საკრებულოებში. იმავე დღეს მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება ზუგდიდის, ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებში.

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (80)

მთავარი თემები