რა გამოუგზავნა 81 წლის იზოლდა ჩხეიძეს ლიონელ მესიმ არგენტინიდან

© photo: Sputnik / Aleksei Filipov / გადასვლა მედიაბანკშილიონელ მესი
ლიონელ მესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პენსიონერმა ხბოს სახელი მესის პატივსაცემად დაარქვა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ესპანეთის „ბარსელონისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ 81 წლის ქართველ გულშემატკივარს იზოლდა ჩხეიძეს ეროვნული გუნდის მაისური აჩუქა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამანათში, რომელიც ჩხეიძემ პირადად მესისგან მიიღო, არგენტინის ნაკრების ფორმის კომპლექტის გარდა, იყო „ბარსელონის" საკლუბო დროშა, რომლის სახელითაც მესი 2003 წლიდან ასპარეზობს. 

შიშველი გოგონა ქობულეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
შიშველი უცხოელი და ფილტვებდახეთქილი მესიმინდე ქობულეთის პლაჟზე

იზოლდა ჩხეიძე ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში ცხოვრობს და 10 წელია არგენტინელი ფეხბურთელის მხურვალე გულშემატკივარია – მას მოსწონს მესის ტაქტიკური თამაში და მწვავე ჩაწოდებები.

აღსანიშნავია, რომ ჩხეიძე რეგულარულად უგზავნის გამორჩეულ ფეხბურთელს ამანათებს. კერძოდ, მესიმ ქართველი გულშემატკივრისგან სახლის ჭაჭა, ლეღვის ჩირი და ხურმა მიიღო.

ფეხბურთელის სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მესის პატივსაცემად ქალმა საკუთარ ხბოს მესი დაარქვა, რომელიც მის მეურნეობაში გასული წლის 26 ივნისს დაიბადა. ამ დღეს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მესიმ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა.

ჩხეიძის მთავარი ოცნება მის კერპთან შეხვედრაა. 2015 წელს თბილისში უეფას სუპერთასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ" „სევილია" ანგარიშით 5:4 დაამარცხა. ქართველი ქალბატონი მესის თამაშს „დინამო არენას" ტრიბუნიდან უყურებდა, თუმცა არგენტინელთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხა.

 

ყველა ახალი ამბავი
0