06:14 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
კახა კალაძე

საბავშვო მოედნები, ველობილიკები, სავარჯიშო ადგილები – „წითელი ბაღი" განახლდა

© photo : Kakha Kaladze / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (35)
93 0 0

ყაზბეგის გამზირზე განახლებული პარკის საზეიმო გახსნის ცერემონიას ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე დაესწრება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ყაზბეგის გამზირზე ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებულ პარკს (ე.წ. წითელი ბაღი) დღეს, საღამოს საზეიმო ვითარებაში გახსნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„ისეთი მდგომარეობაა, რომ მანქანა შეიძლება მიწაში აღმოჩნდეს" - ჭავჭავაძის გამზირი იკეტება>>>

სარემონტო სამუშაოები 35 ათას კვადრატული მეტრი ფართობის პარკში 2018 წლის ბოლოდან ტარდებოდა. პროექტის ღირებულებამ 2,5 მლნ ლარი შეადგინა.

„პარკის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა", – განაცხადა კალაძემ.

პარკში კეთილმოეწყო საბავშვო მოედნები, ველობილიკები, სავარჯიშო ადგილები. ამასთან, ძაღლების სასეირნოდ გამოიყო ცალკე ადგილი.

„ყოველ საღამოს, რა დროსაც უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით – სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ", – განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული პარკის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე მუსიკოსისა და მომღერლის, სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართება. საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე.

საზეიმო კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

„საკუთარ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად მოდით და ერთად გავატაროთ ეს საღამო... ჩვენი მთავარი გამოწვევა არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაა. ეს სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელებითაა შესაძლებელი", – აღნიშნა კალაძემ.

ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში ქალაქის მერმა თავის მოადგილეს მაია ბითაძეს თბილისის 12 პარკის რეაბილიტაციის პროექტების მომზადება დაავალა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კიკვიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, მალე დაიწყება დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები.

ახლო მომავალში კი გამოვლინდება კომპანია, რომელიც ვაკის პარკის განახლებით დაკავდება.

თემები:
თბილისის მერია (35)

მთავარი თემები