18:12 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი

მრავალხმიანობა და ფანდური: საქართველოში ლამაზი ქართულ-ამერიკული ქორწილი გადაიხადეს

© photo: Nikoloz Kandelaki / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (31)
222 0 0

ახალდაქორწინებულებმა ტრადიციული ცეკვა „ქართული“  შეასრულეს და სტუმრები აღაფრთოვანეს.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ქართულ-ამერიკული ქორწილი კახეთში გაიმართა – პატარძალი ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი და ბას-გიტარისტი ნიკ უესტია, მისი რჩეული კი მუსიკალური მენეჯერი ნიკოლოზ კანდელაკი.

ნიკოლოზ კანდელაკმა და ნიკ უესტმა ერთმანეთი 2015 წელს საქართველოში გაიცნეს. კანდელაკმა თავის ამერიკელ სატრფოს ხელი ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში სთხოვა. ატლანტის ჯაზ-ფესტივალზე (Atlanta Jazz Festival) ნიკ უესტის გამოსვლისას ნიკოლოზმა სცენაზე ცალ მუხლზე დაიჩოქა, შეყვარებულს ბეჭედი გაუწოდა და სანატრელი თანხმობაც მიიღო.

ზუსტად ორი წლის შემდეგ წყვილმა ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ორიგინალურ თეთრ კაბაში გამოწყობილმა ნიკ უესტმა და ასევე თეთრ ტრადიციულ ჩოხაში გამოწყობილმა ნიკოლოზ კანდელაკმა ტრადიციული ცეკვა „ქართულიც“ შეასრულეს. ქორწილში, რასაკვირველია, ქართული მუსიკა და მრავალხმიანი ხალხური სიმღერები აჟღერდა. 

სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართველი მხატვარი ნატალია კლდიაშვილი. კლდიაშვილი ცნობილია იმით, რომ ვარსკვლავებს ჩუქნის ძვირფასი ბუნებრივი ქვებით მორთულ საავტორო მუსიკალურ ინსტრუმენტებს. უნიკალური ხელოვნების ნიმუშები მან უკვე უსახსოვრა ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Snoop Dogg, Jamiroquai და კვინსი ჯონსი.

მხატვარმა ახალდაქორწინებულებსაც გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი სტილიზებული ფანდური. 

Наталья Клдиашвили и Ник Уэст
ნატალია კლდიაშვილი და ნიკ უესტი

ნიშანდობლივია, რომ აპრილში წყვილმა ლოს-ანჯელესში დიდი წინასაქორწინო საღამო გამართა, სადაც მიიწვია ყველა ის ახლობელი და მეგობარი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა.

ვინ არიან ნიკოლოზ კანდელაკი და ნიკ უესტი?

ნიკოლოზ კანდელაკი საქართველოში საკმაოდ ცნობილი ადამიანია. იგი კომპანია Eastern Promotion-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა კანდელაკის ვაჟია. უმაღლესი განათლება ნიკოლოზმა საზღვარგარეთ მიიღო: ბაკალავრიატი ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით ლონდონში დაამთავრა, მაგისტრატურა კი - ლოს-ანჯელესში სპეციალობით სახვითი ხელოვნება მუსიკალურ ინდუსტრიაში.

ამჟამად ნიკოლოზი Black Sea Jazz Festival-ის მარკეტინგის მენეჯერია, მუშაობს ასევე კომპანიაში Eastern Promotion. გარდა ამისა, არის მომღერალ მეისი გრეის მთავარი მენეჯერი. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. 

Ник Уэст и Николоз Канделаки
ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი

მის რჩეულს – ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორსა და ბას-გიტარისტ ნიკ უესტს უწოდებენ „ლენი კრავიცს კაბაში“. გოგონა წარმოშობით არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსიდანაა. ნიკი გამოირჩევა ექსტრავაგანტულობით – სცენაზე ხშირად გამოდის ფერადი „იროკეზებითა“ და ექსცენტრიული სამოსით.

დღეს ნიკი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ბას-გიტარისტად და ფანკის უბადლო შემსრულებლად ითვლება. უესტმა მოიპოვა ისეთი მუსიკოსების აღიარება, როგორებიც იყვნენ და არიან დევიდ სტიუარტი პოპულარული ჯგუფიდან Eurythmics, პრინსი, ჯონ მეიერი და როკ–ჯგუფ Aerosmith-ის სოლისტი სტივენ ტაილერი. სტივენ ტაილერი განსაკუთრებით მოიხიბლა AC/DC ჯგუფის კომპოზიციის - Back to Black-ის ნიკ უესტის მიერ შექმნილი ე.წ. ქავერ-ვერსიით, რომელმაც უესტის შესანიშნავი ვოკალური მონაცემებიც წარმოაჩინა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (31)

მთავარი თემები