საქართველოს ციხეებში ტატუს მოსაშორებლად 48 ათას ლარს დახარჯავენ

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიტატუ
ტატუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა რთული და ძვირი ხდება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ ხელშეკრულება გააფორმეს.

საპატიმროს დერეფანი - Sputnik საქართველო
საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილმა პატიმრებმა ან პატიმრებმა, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოიცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. გამოყოფილი 48 ათასი ლარის ფარგლებში ტატუს მოშორებას 60 ადამიანი შეძლებს, აღნიშნა წულუკიანმა.

„მათი რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პირველი სახელმწიფო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა", რომელიც ყოფილი პატიმრების დახმარებაზეა ორიენტირებული, 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0