15:36 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466

საქართველოში ძაღლებისა და კატების უგულო მეპატრონეებს დააჯარიმებენ

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
22710

კანონპროექტი, რომელიც ცხოველთა უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს, პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება

თბილისი, 11 მაისი – Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალ კანონპროექტს ამზადებენ, რომლის თანახმად, შინაური ცხოველებისადმი აგრესიული დამოკიდებულება და მათი მონაწილეობა ბრძოლებში ჯარიმას ითვალისწინებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კანონპროექტის დეტალები ცნობილი ორშაბათს, მას შემდეგ გახდება,  რაც მას პარლამენტის ბიურო დაარეგისტრირებს. თუმცა, ზოგიერთი სიახლე უკვე ცნობილია.

საქართველოში ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება – ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა>>>

ცვლილებების პროექტის თანახმად, ყველა შინაური ცხოველი აუცილებელ რეგისტრაციას საჭიროებს. ამისთვის უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი.

გარდა ამისა, ცხოველების მეპატრონეები ვალდებული იქნებიან სპეციალურ ორგანოს წარუდგინონ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლების, შთამომავლებისა და მისი გასხვისების ფაქტების შესახებ ინფორმაცია.

ამასთან, იგეგმება შეზღუდვები ცხოველების ყოლაზე: ბინაში დასაშვებია არანაკლებ 5 ცხოველი და კერძო სახლში – არანაკლებ ათი.  დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარს ითვალისწინებს.

რაც შეეხება შინაური ცხოველების ქუჩაში გაგდებას, აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ვინც ცხოველის ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, იგი 150 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ავტორები ასევე მხარს უჭერენ იმას, რომ გაორმაგდეს ჯარიმა (100 ლარამდე) მათთვის, ვინც ქუჩაში ცხოველის ფეკალურ მასებს დატოვებს. 

ასეთივე ჯარიმას ითვალისწინებს ცხოველების ტრანსპორტირების წესების დარღვევა.

საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველების გასეირნების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით.

თუ ცხოველი ვინმეს უკბენს ან გაკაწრავს, ჯარიმა 80 ლარი იქნება, აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.

კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს – 1 ათასი ლარი – ითვალისწინებს შინაური ცხოველების შეჯვარება გარეულ ცხოველებთან, ასევე გენეტიკურად დაავადებული, დეფექტიანი, პათოლოგიებით დაავადებული და უჯიშო ძაღლების გამრავლება.

კანონპროექტში ასევე გაწერილია ცხოველების გაყიდვის წესები. ყველა მაღაზია, სადაც ცხოველებს ყიდიან, უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. თუ კერძო ან იურიდიული პირი ცხოველების გაყიდვის წესს დაარღვევს, მას 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

ახალი საგანი სკოლებში: პატივისცემა ცხოველებისადმი>>>

დეპუტატების სურვილია ცხოველების ჯილდოს სახით ჩუქება აიკრძალოს. ამ ნორმის დარღვევა 100–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პარლამენტს შესაძლებლობა ექნება დააწესოს სანქციები იმ მძღოლებისთვის, რომლებმაც ქუჩაში ცხოველებს დაეჯახნენ და ამის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს არ შეატყობინეს. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია.

კანონპროექტში ასევე საუბარია შინაური ცხოველების სანახაობით ღონისძიებებსა და ფილმებში გადაღებაზე. თუ სანახაობით ღონისძიება ცხოველის ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ორგანიზატორები 300 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ცხოველებზე ძალადობის შემცველი რეკლამა, გასართობი შოუ, კონკურსები, ფილმების გადაღება ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.

 

მთავარი თემები