კალაძე: ვეტერანებმა თავიანთი გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს

გამოწერა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის ვაკის პარკში მივიდა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ომის ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მოქალაქეები, ტრადიციულად, დილიდან ვაკის პარკში იკრიბებიან, იქვე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით ამკობენ. ქვეყანაში 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღეა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა

„მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. მათ თავიანთი გმირობის, თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ვეტერანები გვაკლდება. მინდა მათ ჯამრთელობა ვუსურვო, პირველ რიგში, დიდხანს სიცოცხლე, სიძლიერე", – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება>>>

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან დაახლოებით 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 99 ქალია.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად დახმარებას გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0