02:09 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
უკვდავი პოლკი

„უკვდავი პოლკის" აქცია საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
6612

„უკვდავი პოლკი" მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა ხსოვნის პატივსაცემად საზოგადოებრივი აქციაა, რომელიც ყოველ წელს 9 მაისს იმართება.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად „უკვდავი პოლკის" აქცია 9 მაისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება. „უკვდავი პოლკი" ქვეყანაში მესამედ გაიმართება და მოიცავს თბილისს, ბათუმს, გორს, ახალქალაქსა და ნინოწმინდას.

თბილისში „უკვდავი პოლკის" აქციის გასამართად ორი ადგილია შერჩეული. 10:00 საათზე მისი მონაწილეები გამარჯვების პარკის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბებიან და მარადიული ცეცხლისკენ გაემართებიან, რომელსაც გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკობენ. „უკვდავი პოლკის" მსვლელობა გაიმართება ჭავჭავაძის გამზირზეც, რომლის მონაწილეები 9 მაისს, 10:00 საათზე კუს ტბის ასახვევთან შეიკრიბებიან.

ბათუმში აქცია თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე, გორში კი 10:00 საათზე სტალინის სახლ-მუზეუმთან გაიმართება. ახალქალაქში აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბებიან და თავისუფლების ქუჩიდან ვაჩაგან ვანცინიანის ძეგლამდე ჩაივლიან. ნინოწმინდაში აქცია გამგეობის შენობასთან 11:00 საათზეა დაგეგმილი.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი" არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.

 

მთავარი თემები