რატომ კეტავენ რიკოთის გვირაბს

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბის დაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რიკოთის გვირაბში 7, 8 და 9 მაისის გარკვეულ საათებში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესება გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმებას უკავშირდება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ჩაქვის გვირაბთან - დაშავებულია 50 წლის ქალი

მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. დღის დანარჩენ პერიოდებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე. დროის ამ პერიოდებში რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0