ზემო ლარსი დღეს: გზა ნაწილობრივ გახსნილია

© photo: Sputnik / Stringerგუდაური-ყაზბეგის გზაზე ავტომობილები გვირაბიდან გამოდიან
გუდაური-ყაზბეგის გზაზე ავტომობილები გვირაბიდან გამოდიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე აკრძალულია

თბილისი, 5  მაისი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.

ტრაილერების რიგი „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-საკონტროლო პუნქტზე - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: საკონტროლო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ასევე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

თუ გსურთ მაქსიმალურად ისიამოვნოთ, ანუ აპლიკაციები მოგზაურებისთვის >>

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0