„გარემოს ქმნი შენ“: თბილისში ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება

გამოწერა
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც გული შესტკივა გარემოზე.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში  ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი ფორუმი „გარემოს ქმნი შენ: Talking Environment“ გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

ფორუმი 5 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება, სადაც განიხილება ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანებს ვისაც გული შესტკივა გარემოზე. ფორუმის მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ ჩაერთონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

დასუფთავების მანქანა ვაკეში - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ახალ სპეცტექნიკას შეიძენს

ფორუმის სპიკერები იქნებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საერთაშორისო ექსპერტი მაიკე დამენი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO-ს წარმომადგენელი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი ნინო თევზაძე.

ფორუმზე განიხილება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ფაქტები და ციფრები, ნარჩენების მართვა საქართველოში, სამომავლო გეგმები, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, წარმატებული მიდგომები ნარჩენების მართვაში და ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია.

„გარემო იქნება ჩემი კლიენტი" – საქართველოს უცხოელი გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ეყოლება >>

ფორუმზე გაიმართება შეხვედრები, პრეზენტაციები, პანელ-დისკუსიები. ღონისძიების ბოლოს, 18:00 საათზე ვიქტორინა და გათამაშებები გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0