22:29 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
სამახსოვრო მონეტა „ქართული წიგნი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო კვადრატული მონეტა გამოუშვა

© FB / National Bank of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

ვერცხლის 5 ლარის ნომინალისა და 90 ლარის ღირებულების საკოლექციო მონეტა ორშაბათიდან გაიყიდება.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის 1,5 ათასი ახალი საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რაც პირველი ქართული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლისთავს ეძღვნება, ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად 1919 წლის 26 მაისს მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპიკის ნომინალით.

Коллекционная серебряная монета в честь 100-летия первой грузинской марки
პირველი ქართული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტა

ახალი საკოლექციო მონეტა, რომლის დიზაინის ავტორია ნიტა გონგაძე, პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა, ასევე ამავე სერიის კიდევ ოთხი ნომინალის მარკების ფრაგმენტები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუკა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾". მონეტაზე დატანილია ასევე წარწერები „საქართველო", „Georgia"; „1919-2019", „5 ლარი".

საკოლექციო მონეტის ღირებულებაა 90 ლარი. მონეტა ორშაბათიდან გაიყიდება.

მთავარი თემები