18:34 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა სამაროვანი

ბათუმში ნაპოვნ ნეშტებს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდებათ

© photo : Batumi's Diocese / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
161 0 0

ნეშტების დასაკრძალად ნეიტრალური ადგილი გამოიყოფა, რადგან გარდაცვლილები სავარაუდოდ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი მიმდინარე წლის 6 აპრილს აღმოაჩინეს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ოთხი სამარხი აღმოჩენილია ტერიტორიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში გადასცა. სამარხებში დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. ყველა თავის ქალაზე არის ნატყვიარი. იქვე ნაპოვნია ჯვარი.

სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, არქეოლოგები და ისტორიკოსები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ნეშტებზე დნმ ანალიზის ჩატარებაზე და დასაკრძალად ნეიტრალური ადგილის გამოყოფაზე ისაუბრეს, რადგან გარდაცვლილები სავარაუდოდ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ.

სად და როდის უნდა დაიკრძალოს რეპრესირებულთა ნეშტები, სამთავრობო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განმარტებით, რომელიც კომისას ხელმძღვანელობს, დნმ ნიმუშები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა აიღოს.

„ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კომისიის სახელით მივმართავთ, რათა ნეშტებზე ნიმუშები აიღოს. დნმ კვლევა ხარჯეფექტურია და ხანგრძლივი პროცედურაა. დნმ კვლევა შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენი შეთავაზებაა, რომ არ დაველოდოთ დნმ ანალიზს და მათი დაკრძალვა მანამდე სამოქალაქო წესით მოხდეს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სამთავრობო კომისია შეხვედრას ახლო მომავალში ისევ გამართავს.

მთავარი თემები