14:27 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ტელეწამყვანი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (31)
684 0 0

მაკა ჩიჩუას საავტორო გადაცემა ტელეარხ „მესამეზე“ გავა

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეარხ „მესამეს“ წამყვანი გახდა.

საავტორო გადაცემაში ჩიჩუა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრებს.

„პირადად მე სათქმელი ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე ეს თემები „მესამეზე“ განვიხილო“, - აცხადებს მაკა ჩიჩუა თავისი გადაცემის პრომორგოლში.

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის ოჯახის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე მაკა ჩიჩუა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში საუბრობდა. მაშინ მან აღიარა, რომ სერიოზულად ფიქრობს მომავალზე, რადგან გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ოჯახი ყოველგვარი დანაზოგის გარეშე დარჩა. ჩიჩუას სიტყვებით, როდესაც მისი მეუღლე თანამდებობაზე იყო, მათ ფული ჰყოფნიდათ, ახლა კი აღარაფერი აქვთ.

რით არის ცნობილი მაკა ჩიჩუა?

მაკა ჩიჩუა საქართველოს პირველი ლედი 2014 წელს გახდა, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ. ქორწილში მათი მეჯვარეები იყვნენ შვილები პირველი ქორწინებიდან, ბავშვობის მეგობრები - მაშო ჩიჩუა და ანა მარგველაშვილი. სწორედ მათ გააცნეს ერთმანეთს მომავალი მეუღლეები. 2015 წელს ჩიჩუას და მარგველაშვილს ვაჟი თეიმურაზი ეყოლათ, 2018 წელს კი - თომა.

მაკა ჩიჩუა: ძალიან მინდოდა სოლოლაკში მეყიდა სახლი >>

მაკა ჩიჩუას ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი იყო „რუსთავი 2“-ის შოუს - „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, ტელევიზიაში გრიმიორადაც უმუშავია.

ყოფილი პირველი ლედი არასდროს ყოფილა დაკავებული პოლიტიკით. მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, გადაღებულია კლიპებსა და მხატვრულ ფილმებში, ასევე ეხმარებოდა შშმ ბავშვებს.

 „მესამე“ - შემეცნებით-გასართობი არხია, რომლის გადაცემებში განიხილება აქტუალური სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თემები. ტელეარხის მმართველი კომპანიაა „ფორმულა კრეატივი“, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. „ფორმულა კრეატივი“ საქართველოში სერიალების, ფილმების, ასევე სხვადასხვა სატელევიზიო, სარეკლამო და ციფრული ვიდეომასალების შემქმნელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (31)

მთავარი თემები