03:36 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ქართული სუვენირები

სიახლე გარემოვაჭრეებისთვის: სად და რამდენი დღე იქნება შესაძლებელი ვაჭრობა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (69)
130 0 0

თბილისის მერის ინიციატივით, ქუჩაში ვაჭრობა კვირაში 2-3 დღე, კონკრეტულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის ათ რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც მოვაჭრეები კანონიერად შეძლებენ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის ინიციატივა: ყოველკვირეული ღია ბაზრობები თბილისში გარემოვაჭრეების ნაცვლად>>>

მერის სიტყვებით, გარევაჭრობა თბილისისთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ძალზე უჭირთ, მათ დახმარება სჭირდებათ.

„მოვუწოდებ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, გამოყონ ტერიტორიები ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ჰყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ", – განაცხადა კალაძემ.

გარემოვაჭრეებისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში თბილისის მერია დახლებს დადგამს, სადაც კვირაში 2-3 დღე ვაჭრობას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

„ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარიდან 50 ლარამდე. გარევაჭრობის შეწყვეტის თაობაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ითვალისწინებს 50 ლარიდან 100 ლარამდე ჯარიმას ან 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

თემები:
თბილისის მერია (69)

მთავარი თემები