ყველაზე ძლიერ მათემატიკოსებს შორის თბილისელი მოსწავლეც დასახელდა

გამოწერა
წელს ოლიმპიადაში 49 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ ოლიმპიადაში საქართველო მესამედ მონაწილეობს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik.  გოგონათა შორის ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადას (European Girls" Mathematical Olympiad, EGMO) 2021 წელს ქუთაისი უმასპინძლებს, ნათქვამია EGMO–ს ვებგვერდზე.

ოლიმპიადა კიევში 7–13 აპრილის პერიოდში გაიმართა. სწორედ იქ გახდა ცნობილი, რომ ქვეყანა, სადაც ორი წლის შემდეგ ოლიმპიადა გაიმართება, საქართველო იქნება. 2020 წელს ოლიმპიადა ნიდერლანდებში ჩატარდება.

რაც შეეხება საქართველოს წლევანდელ მიღწევებს, ეროვნულმა ნაკრებმა მაჩვენებლები გააუმჯობესა და შეჯიბრის ისტორიაში პირველად მიიღო ოქროს მედალი. ოქროს მედლის მფლობელი კომაროვის სახელობის №199–ე  ფიზიკა–მათემატიკური სკოლის  მოსწავლე ანა ონოფრიშვილი გახდა. ქეთი სულამანიძეს წამახალისებელი დიპლომი, ხოლო მარიამ ივარდავას კი ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად.

გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.

წელს ოლიმპიადაში 49 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ ოლიმპიადაში საქართველო მესამედ მონაწილეობს.

 გოგონათა შორის ევროპის  მათემატიკური ოლიმპიადა პირველად 2012 წელს გაიმართა, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობდა. შემდგომ წლებში ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ლუქსენბურგმა, თურქეთმა, ბელარუსმა, რუმინეთმა, შვეიცარიამ.



ყველა ახალი ამბავი
0