14:24 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
12510

თბილისსა და ბათუმში ორშაბათს მუნიციპალური ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. აღდგომის მეორე დღეს საქართველოში გარდაცვლილთა ხსენების დღე აღინიშნება.

ამ დღეს, ტრადიციულად, მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. როგორც წესი, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. აღდგომის მერე ორშაბათი ქვეყანაში ოფიციალური დასვენების დღეა.

მუნიციპალური ავტობუსები ყველა სასაფლაოს მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ. მათი მუშაობის გრაფიკია 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

მუნიციპალური ტრანსპორტი  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მგზავრებს მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, ხოლო კუკიასა და მახათას სასაფლაოების მიმართულებით სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა, საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები  მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში ორშაბათს, 29 აპრილს>>

თბილისის სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებზე საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმები იმოქმედებს.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები