14:29 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ევროპის მოედანი თბილისში

ევროპის დღე თბილისში 4 მაისს აღინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1070)
136 0 0

რიყის პარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ იქცევა

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის დღეს თბილისში რიყის პარკში 4 მაისს აღნიშნავენ - ღონისძიებაზე გაიმართება თეატრალური შოუ, კულინარიული დეგუსტაციები, თამაშები და კონცერტი.

ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. ევროპის დღეების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.

დღესასწაულის ორგანიზატორების თქმით, რიყის პარკი ერთი დღით გადაიქცევა „ევროსოფლად“, სადაც სტუმრებს საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები ელოდება.

„ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის „გემო“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ევროპის დღის პროგრამაშია ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ქუჩის კალათბურთი.

დღესასწაულის ბოლოს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელზეც ჯგუფი „33ა“ და ელექტრონული სცენის არტისტი DJ Nicole წარდგებიან.  

თემები:
თბილისი დღეს (1070)

მთავარი თემები