გიორგი გახარიამ საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა

© photo: Senaki chronicle / FBგიორგი გახარია ზემო თეკლათის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულზე
გიორგი გახარია ზემო თეკლათის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრი ოჯახთან ერთად იყო მისული

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა მართლმადიდებელ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა.

გახარია ოჯახთან ერთად იყო მისული და მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.

28 აპრილს მთელი მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

ყველა ახალი ამბავი
0