თუ სააღდგომოდ ქალაქიდან გადიხართ: „ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / Levan Avlabreliყაზტრანსგაზ-თბილისი
ყაზტრანსგაზ-თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის ცნობით, სადღესასწაულო დღეებში „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი" მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქიდან გასვლას გეგმავს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: რა მოხდა გლდანში>>>

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში საცხოვრებელ სახლებში, ძირითადად კი დაკეტილ ბინებში, გახშირდა გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობლები დიდი პრობლემაა, საჭიროა მეტი განმარტება

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გლდანში მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

რადგანაც აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციულად დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება, „ყაზტრანსგაზ–თბილისი" მოსახლეობას მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

„ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, სადღესასწაულო დღეებში „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახური 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

„შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენ საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს", – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორებს დაამონტაჟებენ>>>

ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული ბოლო თვეებში თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების შემდეგ გახდა.

„ყაზტრანსგაზის“ მანქანა - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზი“: მარტში 2,9 ათასზე მეტი გაზის დანადგარი ჩაიხსნა

იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა მარტო 2019 წლის მარტში საცხოვრებელ ბინებში 2,5 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0