საქართველოდან წლის დასაწყისიდან 22 უცხოელი გააძევეს

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შემოსვლაზე უარი უმეტესად ეთქვათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 6,4 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს უთხრა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ირანის მოქალაქეებს (დაახლოებით 3 ათასი შემთხვევა), შემდეგ მოდიან ინდოეთისა (დაახლოებით 1,2 ათასი) და აზერბაიჯანის მოქალაქეები (493).

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ირანელებს ბათუმის აეროპორტის ყალბი ბეჭდები შემოჰქონდათ

გარდა ამისა, შსს-ს მოჰყავს იანვარ-მარტში ქვეყნიდან გაძევებული უცხოეთის მოქალაქეების სტატისტიკა.

ამ პერიოდში ქვეყნიდან გააძევეს 22 უცხოელი, მათ შორის ხუთ-ხუთი არის ეგვიპტისა და ირანის მოქალაქე, ოთხი - თურქეთის, თითო-თითო - მაროკოს, ზაირის, პაკისტანის, ნეპალის, ერაყის, ჰაიტის, ინდოეთის და ბანგლადეშის მოქალაქეები.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის 16 ფაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0