01:51 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
პოლიცია რუსთავში

რუსთავში ციხის მშენებლობას მეოთხე დღეა აპროტესტებენ

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (77)
9510

ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ წუთებში რუსთავის მოსახლეობამ  რუსთავი-გამარჯვება-გაჩიანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობის შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ახალი ციხე დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ქმნის პრობლემებს, დასახლებას განვითარების პერსპექტივასაც უკარგავს.

მოსახლეობა შიშობს, რომ ციხის აშენების შემთხვევაში ჭყონდიდელის დასახლებაში ბინის ფასები დაეცემა და აღარც ინვესტორები მოისურვებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე თანხების ჩადებას.

აქციის მონაწილეებთან მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელიც „იზიარებს მოქალაქეების პროტესტს და მათ მიერ ხელმოწერილ პეტიციას სამართლებრივ მსვლელობას მისცემს“.

ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რის შემდეგაც სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს და ახლა სოციალური ქსელით ხელმოწერებს აგროვებენ.

თემები:
საქართველოს რეგიონები (77)

მთავარი თემები