09:19 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ბათუმი

ტერენტი გრანელი – პროზაიკოსი თუ პოეტი: რატომ იჩხუბეს საკრებულოს დეპუტატებმა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (31)
154 0 0

ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ფიზიკურად ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პირველად მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, მერიის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ნეპოტიზმი და კორუფცია მეფობს.

პოლიციამ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ სამი წევრი დააკავა>>>

„არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციებში ნეპოტიზმი მეფობს. ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციას ვითხოვთ – ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ მუშაობს იქ. მაგრამ ისინი ამ ინფორმაციას არ გვაძლევენ", – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, ოპონენტები პერსონალური ინფორმაციის გაცემას მოითხოვენ, რაც დაუშვებელია.

რაც შეეხება დეპუტატებს შორის დღეს მომხდარ მეორე ინციდენტს, იგი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა.

კერძოდ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმა. მას კი „ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მირდატ ქამადაძემ შეახსენა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო. აღნიშნულ რეპლიკას ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის" წევრი როინ ზოიძე დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ზოიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას თავის არეში დაზიანება აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება „ძალადობის" მუხლით დაიწყო.

თემები:
საქართველოს რეგიონები (31)

მთავარი თემები