09:17 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
სამება

ივანიშვილი სამების ტაძრის მოხატვას დააფინანსებს

© Sputnik / Alex Shlamov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
13210

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ქვეყნის სულიერ ლიდერს შეხვდა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დააფინანსოს, ამის შესახებ მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

წმინდა სამების საოცარი მონასტერი სამების მთაზე >>

ივანიშვილი საპატრიარქოში ხუთშაბათს იმყოფებოდა. პოლიტიკოსმა სასულიერო ლიდერთან ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილა.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც „ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წმინდა სამების ტაძარი - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარია, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

2004 წელს აშენებული წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - წმინდა სამება - ამჟამად თბილისისა და მთელი საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ტაძარი წმინდა ელიას მთაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. სამება საქართველოში ყველაზე მაღალი ტაძარია - მისი სიმაღლე 101 მეტრია.

სამებას აშენება 1989 წელს იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მშენებლობა 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყო. ტაძარში პირველი წირვა 2002 წლის 25 დეკემბერს აღევლინა, მაშინ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ტაძრის მშენებლობა, რომელიც შეძლებული მოქალაქეების შემოწირულობებით მიმდინარეობდა, მთლიანად 2004 წელს დასრულდა.

მთავარი თემები