21:34 19 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0323
  • 100 RUB4.2087
  • USD2.6939
ტოტალური კარნახი

„ტოტალური კარნახი" – ენის ნოსტალგია, ანუ რატომაა მოდური იყო განათლებული

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

"ტოტალური კარნახის" ორგანიზატორებმა საგანმანათლებლო აქციის ყველა დეტალზე ისაუბრეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მსოფლიო პროექტი „ტოტალური კარნახი" დღითიდღე იკრებს ძალას, სულ უფრო მეტ ქვეყანასა და ქალაქში ვრცელდება და რუსული ენისადმი ინტერესს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც აღვივებს.

საზღვრების გაფართოება

„ტოტალური კარნახი 2019"-ის პროექტისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა და დააკავშირა რამდენიმე ქალაქი – მოსკოვი, ტალინი, მინსკი და თბილისი.

ამჯერად საგანმანათლებლო პროექტისთვის, რომელიც უკვე მეთხუთმეტედ გააერთიანებს ყველას, ვინც იცის, ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს, მთელ მსოფლიოში 3100-ზე მეტი მოედანი გაიხსნება. მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კარნახს 772 დასახლებულ პუნქტში დაწერენ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი – 79 ქვეყნის 340 ქალაქში.

Тотальный диктант 2019
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
„ტოტალური კარნახი -2019"

ციფრები და მასშტაბები შთამბეჭდავია. წელს პროექტს სრულიად ახალი ლოკაციები შეემატა. მათ შორის არიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, პერუ და მიანმა, რომლებიც აქციაში პირველად მონაწილეობენ.

როგორც უცხოეთის მოედნების კოორდინატორმა ნატალია ლუკიანოვამ აღნიშნა, საზღვარგარეთ ამ ღონისძიებისთვის გახსნილი მოედნების რაოდენობით გერმანია ლიდერობს – იქ „ტოტალურ კარნახში" 20 ქალაქი მიიღებს მონაწილეობას.

„მეორე ადგილს აშშ და ჩინეთი ინაწილებენ. აქ კარნახს და TruD ტესტს 17 ქალაქში დაწერენ. მესამე ადგილზე ასევე რამდენიმე ქვეყანაა. წელს კარგად „გაიზარდნენ" თურქეთი და უზბეკეთი. ისინი აქტიურად რთავენ პროექტში ახალ ქალაქებს", – აღნიშნა ლუკიანოვამ მოსკოვი-ტალინი-მინსკი-თბილისის ვიდეოხიდის მსვლელობისას.

Координатор зарубежных площадок Наталья Лукьянова
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
ნატალია ლუკიანოვა

„კარნახი" საქართველოში

თბილისის მხრიდან ვიდეოხიდში მონაწილეობდა „ტოტალური კარნახის" კოორდინატორი საქართველოში ელენე გალაშევსკაია. მან დეტალურად ისაუბრა პროექტზე და განმარტა, სად და როგორ ჩატარდება „ტოტალური კარნახი".

„წელს „ტოტალური კარნახი" „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება. ამ სივრცეების გამოყოფისთვის მადლობელი ვართ", – განაცხადა გალაშევსკაიამ და დასძინა, რომ წელს პროექტში მონაწილეებისთვის ტექსტს ქართველი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე წაიკითხავს.

ამასთან, გალაშევსკაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული ენის მიმართ ინტერესი არ ნელდება, პირიქით, ამგვარ აქტივობაში ძალების მოსინჯვა უყვართ პედაგოგებსაც კი, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან.

„საქართველოში რუსული ენის სწავლის პროცესი ვითარდება. ჩვენი პედაგოგებიც მონაწილეობენ, ძალიან ცდილობენ. კარნახის დასაწერად მონაწილეები ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან: რუსთავიდან, ქუთაისიდან... ყველა მათგანი დაინტერესებულია კვალიფიკაციის ამაღლებით", - აღნიშნა გალაშევსკაიამ.

Елена Галашевская - координатор Тотального диктанта в Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ელენა გალაშევსკაია - „ტოტალური კარნახის" კოორდინატორი საქართველოში

იყო განათლებული – მოდაშია

Sputnik-ის სხვადასხვა მოედნებზე გადანაწილებულმა ჟურნალისტებმა აქციის ორგანიზატორებისგან ყველა დეტალი შეიტყვეს.

ერთ-ერთი კითხვა ბელარუსიდან ასე ჟღერდა: „საინტერესოა, ეს არის ტრენდი „ტოტალური კარნახის" მეშვეობით ორთოგრაფიის შესამოწმებლად, თუ ტრენდი გარკვეულწილად ინტელექტის შესამოწმებლად?".

როგორც ამ კითხვის საპასუხოდ „ტოტალური კარნახის" ფონდის ხელმძღვანელმა ოლგა რებკოვეცმა აღნიშნა, „ტოტალური კარნახი" ერთბაშად რამდენიმე მიზანს ემსახურება.

„ერთი მხრივ, წერა-კითხვა თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის მნიშვნელოვანი კომპეტენცია, ერთგვარი პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ", – თქვა რებკოვეცმა.

მეორე მხრივ კი, წლევანდელი „კარნახის“ ტექსტის ავტორმა პაველ ბასინსკიმ, რომელმაც დმიტრი ბიკოვის სიტყვები მოიშველია, აღნიშნა: „იგი სადღაც წერდა თუ ამბობდა, რომ შეიძლება კეთილი ადამიანის იმიტირება მოახდინო, ან ინტელიგენტისაც კი, მაგრამ შეუძლებელია განათლებული ადამიანის იმიტირება. ეს ან იცი ან - არა. განათლება უნდა მიიღო და ცოდნა შეიძინო".

Тотальный диктант 2019
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
„ტოტალური კარნახი - 2019"

ნატალია ლუკიანოვამ მიუთითა, რომ საზღვარგარეთ განსხვავებული ვითარებაა.

„უცხოეთის ქვეყნებში განსხვავებული რეალობაა. პირველი, ალბათ, მთავარი მოტივაცია, რის გამოც ადამიანები „ტოტალურ კარნახში" მონაწილეობენ – არის ენის ნოსტალგია, რუსულ ენაზე ურთიერთობის შესაძლებლობა, თანამედროვე რუსულ ლიტერატურასთან ზიარება, რადგან საზღვარგარეთ ხშირად ვერ აღწევს ინფორმაცია თანამედროვე რუსი ავტორების შესახებ", – განაცხადა ლუკიანოვამ.

„ტოტალური კარნახი" – მსოფლიო პროექტია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც იცის ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს. 13 აპრილს საგანმანათლებლო აქცია მეთხუთმეტედ გაიმართება და 80 ქვეყანაში შეკრებს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. წელს „ტოტალური კარნახის" დედაქალაქი ტალინი გახდება.

 

მთავარი თემები