ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება

© Sputnik / Alexander Imedashvili„საცობი" თბილისში
„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლის ორგანიზმში ნარკოტიკების შემცველობას ადგილზევე სპეციალური ტესტით შეამოწმებენ.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. 1 აპრილიდან ამოქმედდება შესწორებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა თანახმად, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების მდგომარეობაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული გახდება.

შესწორებების თანახმად, ეს მოქმედება, პოლიციის მიერ ამ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

Марихуана - Sputnik საქართველო
HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, დაისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ხოლო თუ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, ეს დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ავარიაში დამნაშავე მძღოლი, თუ ავარიის შედეგად დაიღუპება ერთი ადამიანი, და რვიდან 11 წლამდე, თუ დაიღუპება ორი ან მეტი ადამიანი.

ამასთან, 1 აპრილიდან მძღოლების ნარკოტიკებზე შემოწმების ახალი წესები ამოქმედდება. ამისთვის მძღოლს შარდის ანალიზის ჩასაბარებლად ლაბორატორიაში აღარ წაიყვანენ, არამედ მას სპეციალური ტესტებით ადგილზევე შეამოწმებენ.

გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არ მოსწონს>>

შესწორებების ამოქმედებამდე ტრანსპორტის მართვა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ადმინისტრაციული წესით – მძღოლის მართვის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0