საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეების მიერ დანიშნულ ავიაკომპანიებს არა მარტო მგზავრების, არამედ ტვირთების გადაზიდვის უფლება ექნებათ.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

დოკუმენტი ტაჯიკეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.

საქართველოდან ავიარეისების რაოდენობა ზამთრის სეზონზე ერთი მესამედით გაიზრდება>>>

2018 წელს საქართველოში რეგულარული ავიარეისები 58-მა კომპანიამ განახორციელა, რაც 9,4%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. მთლიანობაში საქართველოს აეროპორტების მომსახურებით გასულ წელს 5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 23,6%-ით მეტია, 2017 წელთან შედარებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0